Friday, May 31, 2013

პროექტ "ძლიერი თვითმართველობის" პროცესი
პროექტის აქტივობები რომელიც დაგეგმილი იყო , ყველა განხორციელდა და თითქმის ყველა ასაკის მოსახლეობა ჩაერთო მასში.დასკვნითი ნაწილი რომელის ითვალისწინებს ერთი დიდი ოთახის გადაგობვასა და ორი მყუდრო,უსაფრთხო საკლასო ოთახების მოწყობას სკოლის მოსწავლეებისათვის,რომლებსაც დილით გაკვეთილები ჩაუტარდებათ,დგის მეორე ნახევარში კი სამოქალაქო განათლების კლუბისა და თვითმართველობის წევრები იმუშავებენ,აქტიურად მიმდინარეობს.ოთახების გარემონტებასა და დასუფთავებაში ჩართულები არიან მასწავლებლები,მოსწავლეები და მშობლები აქტიურად.ყველა ერთად მუშაობს ერთი მიზნისთვის,რომ უკეთესი გარემო შეიქმნას მათ ირგვლივ,როგორც სკოლაში ასევე სოფელსა და რაიონშიც.





აქცია–გამოფენა გენდერულ თანასწორობისა და ბავშვთა უფლებების დასაცავად
სკოლის მოსწავლეებს ჩაუტარდათ საგანმანათლებლო ლექცია–გაკვეთილი სადაც გააცნეს მათი უფლებები და მეთოდები თუ როგორ დაიცვან საკუთარი თავი. შემდეგ კი ნახატები შექმნეს ამ თემაზე და მოაწყეს აქცია სოფლის ცენტრში.







შეხვედრა თემის რწმუნებულთან და სკოლის თვიმართველობის ადმინისტრაციასთან


სამოქალაქო კლუბის წევრები შეხვდნენ სკოლისა და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებს და გადასცეს მიმართვა სკოლასა და თემში არსებული პრობლემების მოგვარების შესახებ.

Saturday, April 13, 2013

                                    ტრენინგი "თვითმართველობის როლი და მნიშვნელობა"

2013 წლის 11 აპრილს,ჭაპალის საჯარო სკოლაში,უფროსკლასელებისათვის  ჩატარდა ტრენინგი "თვითმართველობის როლი და მნიშვნელობა".აღნიშნული ტრენინგი პროექტ "ძლიერი თვითბართველობის" ფარგლებში გახორციელდა,რომელიც დაფინანსებულია სამოქალაქო განათლებისა და პედეგოგთა გადამზადების პროგრამით.ტრენინგის შემდეგ გაიმართა დისკუსია და გაკეთდა პრეზენტაციები.ტრენერი გახლდათ: მეხმან კურბანოვი,როლელიც არის ჭაპალის საჯარო სკოლის თვითმართველობის თავჯდომარე.








Saturday, April 6, 2013


                                        გამოკითხვა სკოლისა და თემის პრობლემების შესახებ


სამოქალაქო კლუბის ინიციატივითა 2013 წლის 5 აპრილს ჩატარდა სკოლის მაშტაბით გამოკითხვა "სკოლასა და თემში არსებული პრობლემები" -ის შესახებ.კითხვარი შევადგინეთ სამოქალაქო კლუბის წევრებმა.ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა უნდა შეფასებულიყო 10 ქულით,ხოლო ყველაზე ნაკლებმნიშვნელოვანი 1 ქულით.სულ 13 პრობლემა იყო წამოჭრილი.ვფიქრობთ,იქიდან გამომდინარე ,რომ სკოლის მაშტაბით ჩავატარეთ გამოკითხვა უფრო მნიშვნელოვან პრობლემებად სკოლაში არსებული  პრობლემები მიიჩნიეს  ყურადსაღებად,თუმცა სოფლის მთავარი გამოსასწორებელი პრობლემებიც არ დარჩენილა უყურადღებოდ.რეიტინგულ ცხრილსა და ფოტოებს სტატიას ბოლოს დავურთავ.



სკოლაში არსებული პრობლემების რეიტინგული ცხრილი:

1.სკოლაში ჰიგიენური პირობების დაუცველობა.
2.სკოლაში წყლის უქონლობა.
3.სკოლაში არაა სასადილო ოთახი.
4.სოფელში ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის ციხისა და ხიდის მიმდებარე ტერიტორიის დაბინდზურება(ნაგავსაყრელებია მოწყობილი)
5.სკოლაში სპორტდარბაზი არაა.
6.მოძველებული სწავლის სისტემა.
7.საკლასო ოთახებში არაა ელექტრო ენერგია.
8.ბავშვთა უფლებების დაუცველობა.
9.სოფელში საგავსაყრელის არარსებობა.
10.თანამედროვე ტექნოლოგიების უქონლობა-მიუწვდომლობა.
11.ქიმიისა და ბიოლოგიის ლაბორატორიების უქონლობა.
12.გენდერული უთანასწორობა.
13.ბიბლიოთეკაში საჭირო ლიტერატურის უქონლობა.
 p.s უნდა აღვნიშნოთ რომ ზოგიერთი  პრობლემა რომელიც დასახელდა  მნიშვნელოვნად,ვერ გამოსწორდება,თუ ის ნაკლებმნიშვნელოვანი არ გამოსწორდა.მაგალითად,თუ ნაგავსაყრელი არ ექნება სოფელს,ისტორიული ნაგებობების მიმდბარე ტერიტორიების დასუფთავების შემდეგაც დაყრიან ნაგავს ამ ადგილებზე.ასევე თუ სკოლას არ ექნება მუდმივად წყალი,ვერ მოხერხდება ელემენტარული ჰიგიენური პირობების დაცვა.ასევე თუ ტანამედროვე ტექნოლოგიები და საჭირო ლიტერატურა და ინვენტარი არ იქნება სკოლაში ვერ მოხერხდება ტანამედროვე სწავლისა და სწავლების მეთოდების დანერგვა.
აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად, უახლოეს მომავალში,სკოლისა და ადგილობრივ თვითმართველობას მივმართავთ.

Saturday, March 30, 2013

                                     პროექტ "ძლიერი თვითმართველობის" დაფინანსება
2013 წლის თებერვალში სამოქალაქო განათლების კლუბის"იმედის სხივის" პროექტმა  "ძლიერი თვითმართველობა",მოიპოვა გრანტი.
მცირე გრანტების კონკურსი ტარდებოდა PH International-ის მიერ სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში,აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.
ჩვენი პროექტის მიზანია სკოლის თვითმართველობის და სამოქალაქო კლუბის გაძლიერება.ამისთვის სკოლის მიერ გამოყოფილი ოთახის გადაკეთება–მოწყობა იგეგმება.სადაც ჩვენი კლუბები უფრო ეფექტურად იმუშავებენ.
დასაწყისისთვის დაგეგმილია:გამოკითხვის ჩატარება სკოლი მაშტაბით,თუ რა პრობლემები არსებობს სკოლასა თუ თემში და გამოვლენილი პრობლემის გადასაჭრელად მივმართავთ სკოლისა და ადგილობრივ თვითმართველობებს.
ასევე დაგეგმილია ტრენინგის ჩატარება:"ტვითმართველობის როლი და მნიშვნელობა".რომელსაც სკოლის მაგალკლასელები დაესწრებიან.
შემდეგი ღონისძიებაა მოსწავლეებისთვის საკუთარი უფლებების გაცნობა,ამ თემაზე ნახატებისა და სლოგანების შექმნა,აქციის მოწყობა და შემდეგ ამ ნამუშევრების გამოფენა.
                                                   "იმედის სხივი"

სამოქალაქო კლუბი "იმედის სხივი",ჩამოყალიბდა 2012 წლის 20 დეკემბერს.მას შემდეგ ახორციელებს სხვადასხვა აქტივობებსა და ღონისძიებებს სკოლის მაშტაბით.