Saturday, March 30, 2013

                                     პროექტ "ძლიერი თვითმართველობის" დაფინანსება
2013 წლის თებერვალში სამოქალაქო განათლების კლუბის"იმედის სხივის" პროექტმა  "ძლიერი თვითმართველობა",მოიპოვა გრანტი.
მცირე გრანტების კონკურსი ტარდებოდა PH International-ის მიერ სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში,აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.
ჩვენი პროექტის მიზანია სკოლის თვითმართველობის და სამოქალაქო კლუბის გაძლიერება.ამისთვის სკოლის მიერ გამოყოფილი ოთახის გადაკეთება–მოწყობა იგეგმება.სადაც ჩვენი კლუბები უფრო ეფექტურად იმუშავებენ.
დასაწყისისთვის დაგეგმილია:გამოკითხვის ჩატარება სკოლი მაშტაბით,თუ რა პრობლემები არსებობს სკოლასა თუ თემში და გამოვლენილი პრობლემის გადასაჭრელად მივმართავთ სკოლისა და ადგილობრივ თვითმართველობებს.
ასევე დაგეგმილია ტრენინგის ჩატარება:"ტვითმართველობის როლი და მნიშვნელობა".რომელსაც სკოლის მაგალკლასელები დაესწრებიან.
შემდეგი ღონისძიებაა მოსწავლეებისთვის საკუთარი უფლებების გაცნობა,ამ თემაზე ნახატებისა და სლოგანების შექმნა,აქციის მოწყობა და შემდეგ ამ ნამუშევრების გამოფენა.

No comments:

Post a Comment