Saturday, April 6, 2013


                                        გამოკითხვა სკოლისა და თემის პრობლემების შესახებ


სამოქალაქო კლუბის ინიციატივითა 2013 წლის 5 აპრილს ჩატარდა სკოლის მაშტაბით გამოკითხვა "სკოლასა და თემში არსებული პრობლემები" -ის შესახებ.კითხვარი შევადგინეთ სამოქალაქო კლუბის წევრებმა.ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა უნდა შეფასებულიყო 10 ქულით,ხოლო ყველაზე ნაკლებმნიშვნელოვანი 1 ქულით.სულ 13 პრობლემა იყო წამოჭრილი.ვფიქრობთ,იქიდან გამომდინარე ,რომ სკოლის მაშტაბით ჩავატარეთ გამოკითხვა უფრო მნიშვნელოვან პრობლემებად სკოლაში არსებული  პრობლემები მიიჩნიეს  ყურადსაღებად,თუმცა სოფლის მთავარი გამოსასწორებელი პრობლემებიც არ დარჩენილა უყურადღებოდ.რეიტინგულ ცხრილსა და ფოტოებს სტატიას ბოლოს დავურთავ.



სკოლაში არსებული პრობლემების რეიტინგული ცხრილი:

1.სკოლაში ჰიგიენური პირობების დაუცველობა.
2.სკოლაში წყლის უქონლობა.
3.სკოლაში არაა სასადილო ოთახი.
4.სოფელში ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის ციხისა და ხიდის მიმდებარე ტერიტორიის დაბინდზურება(ნაგავსაყრელებია მოწყობილი)
5.სკოლაში სპორტდარბაზი არაა.
6.მოძველებული სწავლის სისტემა.
7.საკლასო ოთახებში არაა ელექტრო ენერგია.
8.ბავშვთა უფლებების დაუცველობა.
9.სოფელში საგავსაყრელის არარსებობა.
10.თანამედროვე ტექნოლოგიების უქონლობა-მიუწვდომლობა.
11.ქიმიისა და ბიოლოგიის ლაბორატორიების უქონლობა.
12.გენდერული უთანასწორობა.
13.ბიბლიოთეკაში საჭირო ლიტერატურის უქონლობა.
 p.s უნდა აღვნიშნოთ რომ ზოგიერთი  პრობლემა რომელიც დასახელდა  მნიშვნელოვნად,ვერ გამოსწორდება,თუ ის ნაკლებმნიშვნელოვანი არ გამოსწორდა.მაგალითად,თუ ნაგავსაყრელი არ ექნება სოფელს,ისტორიული ნაგებობების მიმდბარე ტერიტორიების დასუფთავების შემდეგაც დაყრიან ნაგავს ამ ადგილებზე.ასევე თუ სკოლას არ ექნება მუდმივად წყალი,ვერ მოხერხდება ელემენტარული ჰიგიენური პირობების დაცვა.ასევე თუ ტანამედროვე ტექნოლოგიები და საჭირო ლიტერატურა და ინვენტარი არ იქნება სკოლაში ვერ მოხერხდება ტანამედროვე სწავლისა და სწავლების მეთოდების დანერგვა.
აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად, უახლოეს მომავალში,სკოლისა და ადგილობრივ თვითმართველობას მივმართავთ.

No comments:

Post a Comment